გინეკოლოგიის განყოფილება

თბილისი

საშვილოსნოს ყელის ეროზიის მკურნალობა

ხშირად, შემოწმებისა და რიგი გამოკვლევების შემდეგ ექიმი სვამს დიაგნოზს: “საშვილოსნოს ყელის ეროზია”. რა დაავადებაა ეს და როგორ უნდა მოვიქცეთ დიაგნოზის დასმის შემდეგ?

 

ჩვენს ქვეყანაში, თითქმის ყოველ მეორე ქალს აღენიშნება საშვილოსნოს ყელის ეროზია. ამ პათოლოგიის გაჩენის მიზეზები მრავალგვარია, მაგალითად, ჰორმონალური დარღვევები, უცხო მიკროგარემოს ზემოქმედება სქესობრივი ცხოვრების დაწყების შემდეგ, სქესობრივი ინფექციები, მათი არასწორი და არადროული მკურნალობა. დაავადების სიმპტომები შეიძლება საერთოდ არც გამოვლინდეს, ზოგჯერ ეროზია ვლინდება სისხლიანი გამონადენით, განსაკუთრებით სქესობრივი აქტის შემდეგ.

 

დაავადების დიაგნოსტიკა ხდება კოლპოსკოპიის მეშვეობით. ეს არის საშვილოსნოს ყელის გამოკვლევა მიკროსკოპით. როგორც წესი, გინეკოლოგი კოლპოსკოპს იმისთვის იყენებს, რომ თქვას, არის თუ არა სახეზე ეროზია, ასევე, იმისთვის, რომ არ გამორჩეს ავთვისებიანი სიმსივნე.

 

ასევე, საშვილოსნოს ყელს ამუშავებენ სპეციალური, უსაფრთხო, იოდის შემცველი საღებავი ხსნარებით. ამის შედეგად შესაძლებელია საშვილოსნოს ყელის საფუძვლიანი შემოწმება და პათოლოგიის დადგენა. აუცილებელა ნაცხის აღება ციტოლოგიური გამოკვლევისთვის – იკვლევენ საშვილოსნოს ყელის ზედაპირიდან ჩამოშლილ უჯრედებს. ზოგჯერ საჭიროა ბიოფსიის ჩატარება. ეს არის საშვილოსნოს ყელის ქსოვილის ნაწილის აღება გამოკვლევისათვის. პროცედურა ძალიან სწრაფი და აბსოლუტურად უმნიშვნელო. ტარდება სპეციალური მომზადების შემდეგ, რომლის შესახებ მკურნალი ექიმი წინასწარ გაგაფრთხილებთ.

 

ამ დაავადების მკურნალობა წამლებით მხოლოდ და მხოლოდ ანთების მკურნალობის მეთოდის სახით უნდა იქნას გამოყენებული.

 

ჩვენი კლინიკების ქსელში საშვილოსნოს ყელის პათოლოგიის მკურნალობას ჩვენ თანამედროვე და ყველაზე ეფექტური, რადიოტალღური მეთოდის გამოყენებით ვატარებთ. მეთოდი გამოსაყენებლად მარტივია, ჩარევა – ხანმოკლე, თითქმის უმტკივნეულო და პრაქტიკულად უსისხლოა. რადიოტალღური მკურნალობა ეფექტური და უსაფრთხოა, რადგან საშვილოსნოს ყელის ქსოვილები შენარჩუნებულია, ხოლო საშოს ფლორა – ნორმალიზებული. ოპერაციის შემდგომი პერიოდის გართულებები მინიმალურია. გარდა ამისა, დამახასიათებელია შეხორცება იარების გარეშე და საშვილოსნოს ყელის ანთების შემცირება.

 

გახსოვდეთ! საშვილოსნოს ყელის ეროზიამ, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არსებობს, ან სწორ მკურნალობას არ ექვემდებარება, შეიძლება საშვილოსნოს ყელის უჯრედების თვისებების შეუქცევადი ცვლილებები და კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი წარმონაქმნების ზრდა გამოიწვიოს, ამიტომ, დისპანსერული გამოკვლევა გინეკოლოგთან წელიწადში ორჯერ – ყოველი ქალისათვის სავალდებულო პროცედურაა.


 

 
განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved