გინეკოლოგიის განყოფილება

თბილისი

ფეხმძიმობის შეწყვეტა

სასურველი დედობა – მშვენიერი მდგომარეობა!

 

სამწუხაროდ, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვის გაჩენა არასასურველია მისი მშობლებისათვის.

 

ამ შემთხვევაში, “ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკების ქსელში, გინეკოლოგები დაგეხმარებიან ორსულობის დიაგნოსტიკაში ადრეულ ვადებში და მედიკამენტურ აბორტს ჩაგიტარებენ.

 

აბორტის ტიპები

 

თანამედროვე მედიცინა ქალს აბორტის შემდეგ ტიპებს სთავაზობს: ქირურგიული, ვაკუუმური (მინი) და მედიკამენტური აბორტი.: 

 

ქირურგიული აბორტი.

 

სამედიცინო ქირურგიული აბორტი ტარდება ორსულობის გვიან ვადებში, 5-დან 12 თვემდე. ასეთი აბორტი კეთდება მხოლოდ და მხოლოდ სპეციალიზებულ დაწესებულებაში, გამოცდილი ქირურგის მიერ, ზოგადი ნარკოზით.

 

არ მიმართოთ ხალხური მედიცინის მეთოდებს დამოუკიდებელი აბორტის მიზნით!


არ მიმართოთ შარლატანებს!

ასეთი მიმართვის ფასად შეიძლება თქვენი სიცოცხლე იქცეს!

ვაკუუმური (მინი) აბორტი

 

ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ორსულობის ვადა 5 კვირას არ აღემატება. მინი აბორტი ტარდება ვაკუუმური ასპირაციით, ულტრაბგერითი გამოკვლევის კონტროლით. ხანგრძლივობა შეადგენს 5-7 წუთს. შეხორცების პროცესი საკმაოდ სწრაფად და თითქმის უმტკივნეულოდ მიმდინარეობს.

 

ორსულობის შეწყვეტა აბებით (მედიკამენტური აბორტი)

 

ორსულობის მედიკამენტური შეწყვეტა ტარდება ადრეულ ვადებში (5 კვირამდე) და ამჟამად წარმოადგენს ერთადერთ მეთოდს, რომელიც პრაქტიკულად უსაფრთხოა დედისათვის. მედიკამენტური აბორტი კეთდება სამედიცინო პრეპარატების მეშვეობით და არ წარმოადგენს ქირურგიულ ჩარევას. აბების მიღების შემდეგ პაციენტები შედარებით კარგად გრძნობენ თავს, ხოლო ასეთი მეთოდის ინფექციის რისკი გაცილებით დაბალია, ვიდრე სხვა სახის აბორტებში.

 

“ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკაში პრაქტიკოსი ექიმ-გინეკოლოგები სწორედ მედიკამენტურ აბორტს შემოგთავაზებენ “მიფეგინის” პრეპარატის საფუძვლად, რადგან ის ორგანიზმისთვის ყველაზე ნაკლებად არის საშიში. ორსულობის შეწყვეტის სრული კურსი მოიცავს გინეკოლოგის მიერ 2 შემოწმებას და 2 ულტრაბგერით გამოკვლევას (პრეპარატის მიღებამდე და მიღების შემდგომ) და “მიფეგინის” პრეპარატის მიღებას.

 

გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ მედიკამენტური აბორტის დაბალი ღირებულება ზოგ ესკულაპთან, სავარაუდოდ, ან ფალსიფიცირებული პრეპარატებით, ან მათი არასწორი დოზირებითაა გამოწვეული.

 

მედიკამენტური აბორტი – დოზის დარღვევის შედეგები:

  1. არასრული აბორტი სანაყოფე კვერცხის ნარჩენებით;
  2. ორსულობის განვითარების გაგრძელება;
  3. ქირურგიული აბორტი;
  4. უნაყოფობა.


 

 

 

განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved