გინეკოლოგიის განყოფილება

თბილისი

ულტრაბგერითი გამოკვლევა (უ.ბ.გ.)

ულტრაბგერითი გამოკვლევა (ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა) – ადამიანის შინაგანი ორგანოების და მათში მიმდინარე პროცესების არადესტრუქციული გამოკვლევა ულტრაბგერითი ტალღების მეშვეობით.
 

 

ულტრაბგერითმა დიაგნოსტიკამ (ულტრაბგერითმა გამოკვლევამ) ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა თანამედროვე კლინიკურ მედიცინაში.

 

რატომ არის ულტრაბგერითი გამოკვლევა პოპულარული?

  • მიღებული შედეგების უტყუარობა;
  • არაინვაზიურობა (ატრავმატულობა);
  • ხელმისაწვდომობა;
  • პროცედურის სიმარტივე;
  • შეიძლება მრავალჯერ განმეორება, რადგან იონიზაციური რადიაციის საშიშროება საერთოდ არ არსებობს.

გამოკვლევის ულტრაბგერითი მეთოდების საშუალებით შესაძლებელი გახდა გულსისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, შარდსასქესო სისტემების დაავადებების დიაგნოსტიკის საკითხების უფრო ზუსტად გადაჭრა, ასევე, ღირებული ინფორმაციის მიღება მეან-გინეკოლოგიის, ონკოლოგიის, ნევროლოგიის, ოფთალმოლოგიის სფეროებში. რის შესაძლებლობას ქმნის თანამედროვე ულტრაბგერითი გამოკვლევა? ორსულობა ადრეულ სტადიაზე, მაგალითად, შეიძლება დადგენილი იქნას უბრალო ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობითაც კი. გინეკოლოგიაში ფართოდ გამოიყენება დიაგნოსტიკის სწორედ ეს ტიპი.

 

ულტრაბგერითი გამოკვლევის ჩატარებას გირჩევთ:

  • მცირე მენჯის ორგანოების პათოლოგიების გამოვლენა (საშვილოსნოს, საშვილოსნოს მილების, საშვილოსნოს ყელის დაავადებების, საკვერცხეების სიმსივნისა და კისტების, საკვერცხეების პოლიკისტოზის, საშვილოსნოს მიომის, ენდომეტრიუმის ჰიპერპლასტიკური პროცესების, საშვილოსნოსა და საშვილოსნოს ყელის პოლიპების და სხვ. გამოვლენა);
  • საკვერცხეებში ფოლიკულების (კვერცხუჯრედების) მომწიფების პროცესის ენდომეტრიუმის ციკლური გარდაქმნის სრულფასოვნების საკონტროლოდ;
  • ორსულობის დიაგნოსტიკისა და მისი ვადის განსაზღვრისთვის, საშვილოსნოს გარე ორსულობის გამოსარიცხად;
  • ნაყოფის განვითარების დიაგნოსტიკისათვის (ნაყოფის ულტრაბგერითი გამოკვლევა). 

ულტრაბგერითი გამოკვლევის მეშვეობით შესაძლებელია დაავადების დიაგნოსტიკა ჯერ კიდევ მის კლინიკურ გამოვლინებამდე; ამის შედეგად, მკურნალობა უფრო დროული და ეფექტური იქნება.

 

ჩვენს კლინიკებში ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება არა მარტო ქალური ჯანმრთელობის, არამედ, ასევე, სხვა ორგანოებისა და სისტემების სფეროშიც: ფარისებრი ჯირკვლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, თირკმელების, მუცლის ღრუს, სარძევე ჯირკვლის, ღვიძლის, მცირე მენჯის ორგანოების ულტრაბგერითი გამოკვლევა. ტარდება აბდომინალური, ტრანსრექტალური და ტრანსვაგინალური ულტრაბგერითი გამოკვლევები.


 

 

 

 
განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved