პროქტოლოგია

თბილისი

არაოპერაციული მკურნალობა ბუასილზე

гемморой, лечение геморрояბუასილის მკურნალობა ოპერაციისა და ტკივილის გარეშე შესაძლებელი გახდა!

 

“ოქსფორდ მედიქალის” საერთაშორისო სამედიცინო კლინიკაში ბუასილის მკურნალობა ტარდებაქირურგიული ჩარევის გარეშე, ლიგირებისა და ინფრაწითელი კოაგულაციის მეთოდების გამოყენება კი ქმნის ბუასილის მკურნალობის შესაძლებლობას ჩვეული ცხოვრების წესისა და სამუშაო გრაფიკის დარღვევის გარეშე.

 

 

რა არის ბუასილი?

 

 

ტერმინი “ბუასილი” ნიშნავს ჰემოროიდალური კვანძების პათოლოგიურ გადიდებას, რომელიც ვლინდება პერიოდული სისხლდენით, ანალური არხიდან გამოვარდნით და ხშირი ანთებით. ყველაზე ხშირად ეს ხდება ისეთი არაკეთილსასურველი ფაქტორების ზემოქმედებით, როგორიცაა მჯდომიარე ცხოვრების წესი, არასწორი კვება, ყაბზობა, ორსულობა, ალკოჰოლის ჭარბი ოდენობით გამოყენება.
ჰემოროიდალური კვანძები ზომა იზრდება, ხდება სისხლმდენი, გადაადგილდება დისტალური მიმართულებით, ამასთან, დამჭერ აპარატში ვითარდება დისტროფიის პროცესები, რაც იწვევს გამოვარდნას ანალური არხიდან. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ბუასილის მკურნალობის დაუყოვნებლივ დაწყება.

 

ბუასილი თანაბრად ხშირია როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში და მიდგომა ამ დაავადების მკურნალობისადმი უნდა იყოს კომპლექსური. მკურნალობა იწყება პროქტოლოგის მიერ ჩატარებული შემოწმებით, რათა გამოირიცხოს სწორი ნაწლავის სხვა დაავადებების შესაძლებლობა.

 

 

ნებისმიერი კონსერვატიული მკურნალობა (ხალხური მეთოდები, ბუასილის სამკურნალო მალამო, სანთლები), ხასიათდება დროებითი შემსუბუქებით და პაციენტს დაავადებისგან არ კურნავს.

 

 

როგორ ტარდება ბუასილის მკურნალობა?

 

   თუ ბუასილის დიაგნოზს დაგისვამენ, მკურნალობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოთ. თანამედროვე მედიცინა ქმნის ბუასილის დადგენისა და მკურნალობის შესაძლებლობას დაავადების განვითარების დასაწყისშივე. მკურნალობის მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია დაავადების სტადიასა და ფორმაზე.
არსებობს ბუასილის მკურნალობის შემდეგი მეთოდები:

  • ლიგირება ლატექსის რგოლებით. ეს მეთოდი ყველაზე ხშირად გამოიყენება. მისი არსი მდგომარეობს იმაში, რომ ლატექსის რგოლების მეშვეობით მოხდეს ჰემოროიდალური კვანძის დამოუკიდებელი მოვარდნა.
  • ინიექციური მასკლეროზებელი თერაპია. მოქმედების მექანიზმი მდგომარეობს ჰემოროიდალური კვანძის ობლიტერაციაში მასში მასკლეროზებელი ხსნარის შეყვანის მეშვეობით. ამ მეთოდის მიზანია არა კვანძის მოცილება, არამედ მისი დაბრუნება საკუთარ ადგილზე, ზომის შემცირება და სისხლდენის შეწყვეტა. ამ მეთოდის გამოყენებაში ძალზედ მნიშვნელოვანია მედიკამენტების ხარისხი: “ოქსფორდ მედიქალის” კლინიკაში მხოლოდ საუკეთესო პრეპარატებს იყენებენ.
  • ნფრაწითელი ფოტოკოაგულაცია. ამ შემთხვევაში, ეფექტი მიიღწევა სითბური ენერგიის ნაკადის ხარჯზე, რომელიც ზემოქმედებს ჰემოროიდალური კვანძისა და მკვებავი სისხლძარღვების კედლებზე და იწვევს ჰემოროიდალური კვანძის სკლეროზს.

“ოქსფორდ მედიქალის” კლინიკაში მუშაობენ მხოლოდ გამოცდილი ექიმი პროქტოლოგები, რომლებიც ბუასილის მკურნალობის ოპტიმალურ მეთოდს შეგირჩევენ და დაგეხმარებიან ტკივილისა და დისკომფორტის დავიწყებაში.


 

 

განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved