ყოველ მეორე ადამიანს მსოფლიოში თავისი სიცოცხლის მანძილზე აქვს შეხება ისეთ მოვლენასთან, როგორიცაა კანის დაავადებები, რაც ხშირად ხასიათდება დიდი დისკომფორტითა და გარეგნობის გაუარესებით. სწორედ ამიტომ არის დერმატოლოგიის საკითხები ასე მნიშვნელოვანი და აქტუალური.
დერმატოლოგია – მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის კანის სტრუქტურასა და ფუნქციებს, მის დაავადებებს,მკურნალობის, დიაგნოსტიკისა და პროფილაქტიკის მეთოდებს. თანამედროვე მედიცინაში არსებობს კანის დაავადებათა დაახლოებით 20 ათასი სახე და ფორმა, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება სირთულითა და ხასიათით. დროული მიმართვა ექიმ-დერმატოლოგთან მკურნალობის გაადვილებისა და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარების საშუალებას იძლევა.
საბედნიეროდ, ამჟამად დერმატოლოგია კარგად განვითარდა: დიაგნოსტიკისა და თერაპიის ინოვაციური მეთოდების დახმარებით შესაძლებელი გახდა სნეულების მიზეზისა და სახის, შესაძლო გართულებებისა და პროფილაქტიკის დიდი სიზუსტით განსაზღვრა. სწორედ დიაგნოსტიკა არის ხშირად გადამწყვეტი ფაქტორი კანის დაავადებების მკურნალობის დროს.
“ოქსფორდ მედიკალის”კლინიკების ქსელის დერმატოლოგიის განყოფილების სპეციალისტები ატარებენ კანის სხვადასხვა დაავადების ყოველმხრივ გამოკვლევასა და მკურნალობას. ყველაზე ხშირად ჩვენს პაციენტებს ესაჭიროებათ კონსულტაციები ისეთ დაავადებებში, როგორიცაა:
ფსორიაზი;
დერმატიტი;
ეგზემა;
მიკოზი და სხვა.
კანის ყველაზე გავრცელებულ და რთულ დაავადებას წარმოადგენს ფსორიაზი, რომლის შედეგად ზიანდება კანის დიდი ფართობები, ხოლო მძიმე შემთხვევებში – ფრჩხილები და სახსრები. ფსორიაზი ვითარდება ნებისმიერ ასაკში, ერთნაირად, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში. ავადმყოფობა ვლინდება ვარდისფერი ლაქებით, მოვერცხლისფრო თეთრი ფერის ქერცლით დაფარული მკაფიო კიდეებით. გამონაყრებს თან სდევს ქავილი და ჩნდება კანის ნებისმიერ მონაკვეთზე უპირატესი ლოკალიზაციით თავის თმიან მონაკვეთზე, მუხლებისა და იდაყვების ნაკეცებზე და სხეულის ზოგიერთ სხვა ნაწილზე.
საგანგაშო სიმპტომების – გამონაყარი, ქავილი, აქერცვლა, თმის ცვენა, ფრჩხილის ფირფიტის ფერისა და ფორმის შეცვლა – გამოჩენის შემთხვევაში უნდა სასწრაფოდ მივმართოთ კონსულტაციისათვის დერმატოლოგს. დერმატოლოგის კონსულტაციის შორეულ მომავალში გადადებით დაფიქრდით იმაზე, რომ კანი წარმოადგენს გარეგნული იერის ფორმირების მნიშვნელოვან ფაქტორს. “ოქსფორდ მედიკალის”კლინიკის პროფესიონალი ექიმები გვთავაზობენ მომსახურების ფართო სპექტრს დერმატოლოგიის სფეროში. პაციენტის საფუძვლიანი გასინჯვის შემდეგ ჩვენი სპეციალისტი განსაზღვრავს დაავადების ხასიათს, მიზეზსა და სტადიას და დანიშნავს მკურნალობის ყველაზე ეფექტურ კურსს, აგრეთვე ჩაატარებს კვალიფიცირებულ კონსულტაციას და გასცემს რეკომენდაციებს კანის მოვლასთან დაკავშირებით.
კლინიკა “ოქსფორდ მედიკალში” თქვენ შემოგთავაზებენ მკურნალობას, რომელიც მოიცავს კომპლექსურ თერაპიასა და სპეციალურად შემუშავებული პრეპარატების კომპლექტს. კერძოდ, მკვდარი ზღვის პროდუქტების საფუძველზე, რომლებიც არ შეიცავენ ჰორმონებსა და იმუნოდეპრესანტებს. ჩვენი კლინიკის უპირატესობა ისიც არის, რომ აუცილებლობის შემთხვევაში აქ ყოველთვის შეძლებთ სხვა სპეციალისტების კონსულტაციის მიღებას.