უროლოგიის განყოფილება

თბილისი

ქრონიკული პროსტატიტის და პროსტატის ადენომას მკურნალობა

პროსტატიტი – წინამდებარე ჯირკვლის ანთება, მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა.

 

თანამედროვე მედიცინა ქმნის პროსტატიტის ნებისმიერი ტიპის სწრაფი და ეფექტური მკურნალობის შესაძლებლობას.

 

არსებობს ამ დაავადების ორი ძირითადი ტიპი: მწვავე (ბაქტერიული) და ქრონიკული პროსტატიტი.

 

მწვავე პროსტატიტს შემდეგი სიმპტომები ახასიათებს, რომელთა გამო დიდი ხნით ვერ გადადებთ ვიზიტს უროლოგთან: ცხელება, ციება, ტემპერატურა (38-39 გრადუსამდე), მწვავე ტკივილი შორისის, საზარდულისა და ანუსის არეში. ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გართულებად, რომელიც პროსტატიტის მიშვებული ფორმის, ან არასწორი მკურნალობის დროს იჩენს თავს, შეიძლება იქცეს წინამდებარე ჯირკვლის აბსცესი (ჩირქოვანი ანთება).

 

ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომები ნაკლებად გამოხატულია: ტკივილი შორისის, კუდუსუნის არეში, სათესლე ჯირკვლებში, საზარდულის არეში, პერიოდული ტკივილები მოშარდვის დროს. დღეს ყველაზე ხშირად გვხვდება ბაქტერიული ქრონიკული პროსტატიტი. როგორც წესი, ბაქტერიული ქრონიკული პროსტატიტი – ეს არის განმეორებითი, ან ბოლომდე განუკურნებელი მწვავე ურეთრიტების შედეგი. ქრონიკული პროსტატიტი – მძიმე დაავადებაა, რომელიც რიგ პრობლემებს უქმნის ავადმყოფს. ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობა საკმაოდ დიდხანს გრძელდება. გართულების სახით, შესაძლოა, განვითარდეს სათესლე ბუშტუკების, სათესლე ჯირკვლებისა და მათი დანამატების ანთება.

 

 

 

 

რომელია პროსტატიტის ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი?

 

ამ კითხვაზე პასუხი ყოველ მეორე მამაკაცს აინტერესებს 40 წლის შემდეგ. დღეს, “ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკაში პროსტატიტის მკურნალობის სხვადასხვა მეთოდები გამოიყენება გამოიყენება, რომელთა მეშვეობით პროსტატიტის მკურნალობა დაავადების ნებისმიერ ეტაპზეა შესაძლებელი.

 

თუ მოშარდვის დროს ტკივილს განიცდით, აუცილებლად მიმართეთ უროლოგს, რადგან პროსტატიტისა და პროსტატის ადენომის სწორი და დროული მკურნალობა – სწრაფი და წარმატებული გამოჯანმრთელების საწინდარია.

 

თუ პროსტატიტის, ან პროსტატის ადენომის მკურნალობა არ ტარდება, ვითარდება სქესობრივი ფუნქციების დარღვევა, სწრაფი ეაკულაცია, იმპოტენცია, უშვილობა და თირკმელების კენჭოვანი დაავადებები.

 

პროსტატიტის მკურნალობა მოიცავს ანტიბაქტერიულ თერაპიას, ფიტოთერაპიას, იმუნოკორექტორებს, ფიზიოთერაპიას, სამკურნალო ფიზკულტურას, პროფილაქტიკურ ღონისძიებებს, უროლოგიურ მასაჟს. პროსტატის მასაჟი – პროსტატიტის რეალური პროფილაქტიკის სახით გამოიყენება. არსებობს დიდი რაოდენობით მონაცემები, რომლებიც ადასტურებს პროსტატის მასაჟის, როგორც ქრონიკული პროსტატიტის მკურნალობის მეთოდის, დადებით ზეგავლენას წინამდებარე ჯირკვლის ფუნქციის აღდგენაზე. პროსტატიტის სამკურნალო წამლები მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილი სპეციალისტის მიერ უნდა დაინიშნოს!

 

“ოქსფორდ მედიქალის” სამედიცინო კლინიკაში უროლოგი-ანდროლოგები წარმატებით ატარებენ როგორც პროსტატიტის, ისე პროსტატის ადენომის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას. გახსოვდეთ, რომ დაავადების პრევენცია უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა!


 

 

 

 

განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved