უროლოგიის განყოფილება

თბილისი

მამაკაცის ჯანმრთელობა

მამაკაცის ჯანმრთელობა

 

ყოველი ადამიანი მზადაა, ყველაფერი გააკეთოს ბუნების ისეთი ფასდაუდებელი საჩუქრის შესანარჩუნებლად, როგორიცაა ჯანმრთელობა. ხოლო როდესაც საქმე შარდ-სასქესო სისტემის დაავადებებს ეხება, ორმაგი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს.
 
უროლოგია – მედიცინის ნაწილია, რომელიც სწავლობს მამაკაცის სასქესო და საშარდე სისტემების დაავადებებს. სქესობრივი ცხოვრების ნაადრევი დაწყება, ცუდი ეკოლოგიური პირობები, არასწორი კვება – უროლოგიური დაავადებების ზრდის გამომწვევი მთავარი ფაქტორებია, რომელთაგან ბევრი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სერიოზული გართულებების საშიშროებას ქმნის.
 
უროლოგიური დაავადებების ყველაზე მეტად დამახასიათებელ სიმპტომებს წარმოადგენს: ზოგადი მდგომარეობის გაუარესება, სხვადასხვაგვარი ლოკალიზაციისა და სიძლიერის ტკივილი, მოშარდვის ხშირი მოთხოვნილება, სქესობრივი ცხოვრების დარღვევა. თვითმკურნალობამ შეიძლება კიდევ უფრო გააუარესოს პაციენტის მდგომარეობა და დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადაიყვანოს. ამიტომ სიმპტომების გაჩენისას, აუცილებელია, დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმ უროლოგებს. “ოქსფორდ მედიქალ ჯორჯია“-ს კლინიკის მამაკაცის ჯანმრთელობის განყოფილებაში თქვენ გამოკვლევის სრული კომპლექსი და ამა თუ იმ უროლოგიური დაავადების – პროსტატიტის, პროსტატის ადენომის, ერექციული დისფუნქციის, ნაადრევი ეაკულაციის, ინფექციური დავადებების მკურნალობა ჩაგიტარდებათ. ჩვენს პრაქტიკაში თანამედროვე მეთოდიკასა და საერთაშორისო სტანდარტებს ვიყენებთ, რომლებიც მკურნალობის ეფექტურობას ზრდის.

 
ჩვენს კლინიკაში უროლოგია ეყრდნობა იმ ახალ პროგრესულ მეთოდიკას,რომელიც გამოიყენება მამაკაცური პრობლემების გადასაჭრელად. “ოქსფორდ მედიქალი“-ს საერთაშორისო სამედიცინო ცენტრის უროლოგები ეფექტურად აუმჯობესებენ და აღადგენენ პოტენციას ასაკისა და თანმდევი დაავადებების მიუხედავად და პაციენტს ნორმალური სქესობრივი ცხოვრების შესაძლებლობასაც უბრუნებენ. ხარისხიანი პირველადი გამოკვლევა დაავადების მიზეზის დადგენის შესაძლებლობას იძლევა, რომლის საფუძველზე ხდება შესაბამისი მკურნალობის შერჩევა. როგორი რთულიც არ უნდა იყოს მამაკაცური პრობლემები, აუცილებლად მოვძებნით მათი გადაჭრის გზებს მაღალ პროფესიონალურ დონეზე. პროსტატიტის და სხვა უროლოგიური დაავადებების მკურნალობა ჩვენთან ინდივიდუალური სქემით ტარდება.
 
კონფიდენციალობა და ხარისხიანი მკურნალობა თანამედროვე უროლოგიის შესაბამის უმაღლეს დონეზეა გარანტირებული!

 ინფორმაცია თემის შესახებ:


 

განყოფილების შესახებ
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved