ექოსკოპია - ფოლიკულარული კისტა ყველაზე გავრცელებული პრობლემა

თბილისი

ფოლიკულარული კისტა ყველაზე გავრცელებული პრობლემა

Автор:

Дата: 20/4/2012

Послать другу
שנה גודל Powered by Bonsite ©


Печать

ქალური პრობლემების მოგვარება ულტრაბგერითი გამოკვლევებით – კისტა არის სითხის შემცველი წარმონაქმნი. არსებობს სხვადასხვანაირი კისტა, რომელთა ჩამოყალიბების წინაპირობები განსხვავებულია; – ერთ–ერთი ყველაზე გავრცელებულია ჰორმონალური დისბალანსი. თუ როგორ უნდა აიცილონ სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ეს საფრთხე თავიდან, ამის შესახებ ყველასთვის ცნობილი და საყვარელი ექიმი–ექოსკოპისტი ლადო კახაძე გვესაუბრება.
– გოგონას მენსტრუალური ციკლის “დასალაგებლად” 12 თვე საკმარისია. ამ ხნის განმავლობაში მან სხვადასხვა ფაზები, – ფოლიკულის მომწიფების, გასკდომისა (ოვულაციის) და ყვითელი სხეულის განვითარების ეტაპი უნდა გაიაროს. რომელიმე ეტაპის დარღვევის შემთხვევაში, პრობლემებიც იჩენს თავს. მაგალითად, თუ საკვერცხეში მომწიფდა ფოლიკული და მისი ევოლუცია უნდა მოხდეს, ხოლო ფოლიკული კი გადამწიფდა. ამ შემთხვევაში კვერცხუჯრედი განაყოფიერებისათვის უვარგისია, თუმცა გადამწიფებულ ფოლიკულს ორი ზა აქვს, – ან უკუგანვითარდეს და მომდევნო ფოლიკულის განვითარებას ხელი არ შეუშალოს, ან გადამწიფების შემდეგ, ფოლიკულარულ კისტად ჩამოყალიბდეს. ასეთი კისტის სიმპტომებია მენსტრუალური ციკლის გადაცდენა, ტკივილი, დისკომფორტი... თუ პაციენტი გამოკვლევებისთვის დროულად მიმართავს სპეციალისტს, სესაძლოა ქირურგიული ჩარევა (ერთი გამონაკლისი გარემოების გარდა) არც დასჭირდეს. რადგან ფოლიკულარული კისტა თვითრეგულირებადი წარმონაქმნია,– თუ ერთ მენსტრუალურ ფაზაში არ გასკდა, შესაძლოა, მომდევნო ციკლში თავისით გასკდეს. ხოლო თუ საკვერცხე დაგროვილი სითხისგან გათავისუპლდება, შესაძლოა, მან თავისი ფუნქცია აღიდგინოს.

რა შემთხვევაში არ სკდება თავისით საკვერცხე?

– თუ კისტა მიბმულია არტერიაზე, ვენაზე, სისხლძარღვზე და ფეხზე შემოიგრიხა. ამ დროს სისხლის მიწოდება წყდება და ვითარდება ნეკროზი, რაც სერიოზულ გართულებებს იწვევს. ამიტომაც, როგორც კი კლინიკურ და ულტრაბგერით მონაცემებსს შორის კისტის არსებობა დადგინდება, მისი მკურნალობის გზებით მაშინვე უნდა დაისახოს. თუმცა, თუ ზემოთ ხსენებული ტკივილი დიდხანს გაგრძელდა, სასწრაფო ოპერაცია გარდაუვალია.

იმისთვის რომ პაციენტმა მსგავსი გართულებები თავიდან აიცილოს, არსებობს მარტივი გზა – ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, რომლის საშუალებითაც სპეციალისტები კომპლექსურად ფარისებურ და თირკმელზედა ჯირკვლებსაც გამოიკვლევენ და მოსალოდნელი პრობლემების თავიდან აცილების გზებს დასახავენ.

Comments: 
Comments

Добавить комментарий
სახელი:
Заголовок:
Комментарий:
სტატიები
ჩაეწერეთ მიღებაზე
აირჩიეთ კლინიკა, მიუთითეთ თქვენი ტელეფონის ნომერი და ჩვენი თანამშრომლები დაგიკავშირდებიან უახლოეს მომავალში
ფილიალები
ტელეფონი

სიახლეები
ოქსფორდ მედიქალი
მედიცინა
ესთეტიკა
სტომატოლოგია
პარტნიორობა
2010 Oxford medical inc. All Rights Reserved